Accessibility links

logo-print

ნიდერლანდში იმართება რეფერენდუმი უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების საკითხზე


ნიდერლანდში იმართება რეფერენდუმი ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების შეთანხმების მხარდაჭერის საკითხზე. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:30 საათზე გაიხსნა. ელექტორატს ეკითხებიან, უნდა დაუჭიროს თუ არა ნიდერლანდმა მხარი ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების შეთანხმებას. ამასთან, რეფერენდუმს კანონის ძალა არა აქვს. ევროკავშირის ყველა დანარჩენმა წევრმა უკვე მოახდინა უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, ნიდერლანდელი ამომრჩევლების უმრავლესობა რატიფიცირების წინააღმდეგია.

XS
SM
MD
LG