Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როჰანი დახმარებას სთავაზობს ბაქოს და ერევანს სეპარატისტული რეგიონის გამო კონფლიქტის მოგვარებაში


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ აზერბაიჯანსა და სომხეთს შუამავლობა შესთავაზა მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტში. ირანის პრეზიდენტი ტელეფონით ცალ-ცალკე ესაუბრა ილჰამ ალიევსა და სერჟ სარგსიანს. თეირანი მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რათა მშვიდობიანად მოგვარდეს უთანხმოება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პოლიტიკური დიალოგის გზით, თქვა როჰანიმ, რომლის თანახმად, რეგიონში დაძაბულობით შეიძლება ტერორისტებმა ისარგებლონ. მთიან ყარაბაღში, როგორც ჩანს, იცავენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც 5 აპრილს მიაღწიეს დაპირისპირებულმა მხარეებმა - აზერბაიჯანმა და მთიან ყარაბაღში სომხეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა. საბრძოლო დაპირისპირება განახლდა 2 აპრილს 22 წლიანის ზავის შემდეგ.

XS
SM
MD
LG