Accessibility links

logo-print

რუსეთი არ აპირებს ანტიდოპინგური სააგენტოს ბრალდებების გამოძიებას


რუსეთის გენერალური პროკურატურა არ აპირებს ჩაატაროს გამოძიება მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში რუსეთს ადანაშაულებენ სპორტში დოპინგის სისტემურ გამოყენებასა და ფაქტების მიჩქმალვაში. როგორც რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ 8 აპრილს გამოაცხადა, გენერალურმა პროკურატურამ გულდასმით შეისწავლა ანტიდოპინგური სააგენტოს ანგარიში, მაგრამ ვერ ხედავს საფუძველს გამოძიების დასაწყებად. ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ ნოემბერში გავრცელებულ ანგარიშში ასახულია რუსი მძლეოსნების მიერ დოპინგის სისტემურად, სახელმწიფოს ხელშეწყობით გამოყენება, რის გამოც რუსეთის მძლეოსნობის ფედერაცია გაირიცხა მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციიდან. ამას გარდა, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ წევრობა შეუჩერა რუსეთის ანტიდოპინგურ სააგენტოს და რუსეთში აკრედიტებულ ლაბორატორიას.

XS
SM
MD
LG