Accessibility links

უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე პოროშენკოს თანაგუნდელი დასახელდა


უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის გადადგომამ გზა გაუხსნა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თანაგუნდელს ვოლოდიმირ გროისმანს, რათა სათავეში ჩაუდგეს ქვეყნის განახლებულ მინისტრთა კაბინეტს. ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებით უნდა დასრულდეს მრავალთვიანი პოლიტიკური კრიზისი უკრაინაში და აქტიურად გატარდეს ეკონომიკური რეფორმები, რაზეც არის დამოკიდებული საერთაშორისო საფინანსო დახმარების მორიგი ტრანშის მიღება. 10 აპრილს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ ის გადადგა. „ერთი პირის თანამდებობიდან გადაყენების სურვილმა დააბრმავა პოლიტიკოსები, გამოიწვია მათი ნების პარალიზება, გატარონ ქვეყანაში ნამდვილი ცვლილებები“, განაცხადა იაცენიუკმა და თქვა, რომ ის სამშაბათს, 12 აპრილს პარლამენტს მიმართავს შესაბამისი განცხადებით. პრემიერ-მინისტრობის რეალური კანდიდატია უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს „ვერხოვნა რადას“ სპიკერი ვოლოდიმირ გროისმანი, რომელსაც მხარს უკრაინის მმართველი ძალა, „პეტრო პოროშენკოს“ პარტია უჭერს მხარს.

XS
SM
MD
LG