Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისტორიული ვიზიტით ეწვია ჰიროშიმას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, ისტორიული ვიზიტით ეწვია იაპონიის ქალაქ ჰიროშიმას და პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომის დროს ატომური იარაღით დაბომბვის მსხვერპლთა ხსოვნას. კერი ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირია, ვინც კი ოდესმე ყოფილა ჰიროშიმის მშვიდობის მემორიალსა და მუზეუმში. 1945 წლის 6 აგვისტოს შეერთებული შტატების ბომბდამშენმა ატომური ბომბი ჩამოაგდო ჰიროშიმაზე, რის შედეგადაც ადგილზევე დაიღუპა 80 ათასი ადამიანი. ამ თავდასხმამ და სამი დღის შემდეგ ქალაქ ნაგასაკის დაბომბვამ დააჩქარა მეორე მსოფლიო ომის დასრულება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 11 აპრილს ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად დაათვალიერა ჰიროშიმის მუზეუმი და ყვავილების გვირგვინით შეამკო მსხვერპლის ხსოვნისადმი მემორიალმა. ამ ვიზიტის შემდეგ მინისტრებმა ერთობლივი განცხადებით დაადასტურეს მხარდაჭერა ძალისხმევისადმი, რომლის მიზანიც არის მსოფლიო ატომური იარაღის გარეშე.

XS
SM
MD
LG