Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა გააგრძელა ირანისთვის დაწესებული სანქციების ვადა


ევროკავშირმა კიდევ ერთი წლით გააგრძელა ირანისათვის ადამიანის უფლებების დარღვევის გამო დაწესებული სანქციების ვადა. ევროკავშირი 12 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ სანქციები ვრცელდება 82 ადამიანზე და ერთ ორგანიზაციაზე. ზომები, რომლებიც 2011 წლიდან მოქმედებს ირანში „ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევისათვის“, ითვალისწინებს საბანკო აქტივების გაყინვას და მოგზაურობის შეზღუდვას. გასულ თვეში თეირანის გაღიზიანება გამოიწვია გაეროს ანგარიშმა ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე. ირანმა ეს ანგარიში შეაფასა, როგორც „მიკერძოებული, დისკრიმინაციული და პოლიტიკური მოტივებით მომზადებული“. გაეროს ანგარიშში აღნიშნულია, მაგალითად, რომ 2015 წელს ირანში სიკვდილით დასაჯეს 1000-მდე ადამიანი, მათ შორის ბევრი არასწრულწლოვანი. 2015 წელს ევროკავშირმა ირანთან მიაღწია ძალიან მნიშვნელოვნად შეფასებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც თეირანი ზღუდავს თავის ბირთვულ პროგრამას მის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო სანქციების გაუქმების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG