Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში პირველად იმართება ღია სხდომები ახალი გენერალური მდივნის ასარჩევად


გაეროში პირველად იმართება ღია სხდომები ახალი გენერალური მდივნის ასარჩევად, რაც ნიშნავს, რომ გაიხსნა აქამდე დახურული პროცესი, რომელშიც ჩვეულებრივ დომინირებდნენ გაეროს უშიშროების საბჭო და მისი მუდმივი წევრები. მოსმენები 12 აპრილს დაიწყო და გაეროს წევრ ქვეყნებს პირველად აძლევს საშუალებას, კანდიდატებს შეკითხვები დაუსვან მრავალ საკითხზე, მათ შორის გაეროს მშვიდობისდამცველების სექსუალურ ძალადობაზე, ან ძლიერი ქვეყნების გავლენასთან გამკლავებაზე. გაეროს ამჟამინდელი გენერალური მდივნის, სამხრეთკორეელი ბან კი-მუნის ვადა 1 იანვარს ამოიწურება. მისი შეცვლის მსურველი რვა კანდიდატიდან ჩერნოგორიის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ლუკსიჩი იყო პირველი, ვინც გენერალური ასამბლეის წევრებს შეხვდა. მას მოჰყვნენ იუნესკოს გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვა და ლტოლვილთა საკითხებში გაეროს ყოფილი ხელმძღვანელი, ანტონიო გუტერიესი. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ გაეროს გენერალური მდივანი აქამდე არ ყოფილა ამ რეგიონის წარმომადგენელი და აცხადებენ, რომ ახლა სწორედ ამ რეგიონის ჯერია. გაეროს ლიდერობის კანდიდატებიდან ექვსია აღმოსავლეთ ევროპიდან, მათ შორის არიან მაკედონიის, ხორვატიის, სლოვენიის, მოლდავეთის წარმომადგენლებიც.

XS
SM
MD
LG