Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა მიგრანტების წინააღმდეგ


მაკედონიის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა საბერძნეთის საზღვართან მყოფი მიგრანტების ჯგუფის წინააღმდეგ. მიგრანტები, რომლებსაც არ აძლევენ მაკედონიაში გადასვლის უფლებას, პროტესტს გამოთქვამდნენ საზღვარზე გავლებულ მავთულხლართებთან. როგორც იუწყებიან, შეხლა--შემოხლა დაიწყო, როცა მიგრანტები ბარიერს მიუახლოვდნენ. არეულობა დასრულდა მას შემდეგ, რაც საქმეში საბერძნეთის პოლიცია ჩაერია. ინციდენტი მოხდა მაშინ, როცა მაკედონიის პრეზიდენტი ხორვატ და სლოვენ კოლეგებთან ერთად იყო მისული მიგრანტების დასარეგისტრირებელ ცენტრთან გევგელიაში, რომელიც საზღვრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს. 10 აპრილს ასობით მიგრანტი დაშავდა მაკედონიელ პოლიციელებთან დაპირისპირებაში, რომლის დროსაც ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს მას შემდეგ, რაც მიგრანტების ჯგუფმა საზღვარზე გადასვლა სცადა.

XS
SM
MD
LG