Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: მთელ მსოფლიოში გაიზარდა უფლებების დარღვევის შემთხვევების რაოდენობა


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ახალ ანგარიშში წერს, რომ მთელ მსოფლიოში „მართვის გლობალური“ კრიზისია და მთავრობებიც და არასახელმწიფო სექტორიც სულ უფრო ხშირად არღვევენ ადამიანის უფლებებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი აცხადებს 13 არილის ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ, რომ მთავრობები და არასახელმწიფო სექტორი სივრცეს უკეტავენ სამოქალაქო საზოგადოებას, ზღუდავენ მედიის და ინტერნეტის თავისუფლებას, რიყავენ ოპოზიციურ ხმებს, და უკიდურეს შემთხვევებში ხოცავენ ადამიანებს, ან განდევნიან მათი საცხოვრებლიდან. კერიმ დაგმო მთავრობები სიტყვის თავისუფლების ჩახშობის გამო. მისი თანახმად, არასახელმწიფოებრივმა სექტორმა,„ისლამურმა სახელმწიფომ“ და „ბოკო ჰარამმა“ ჩაიდინეს „კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული, გენოციდის ჩათვლით. მისი თქმით, ასევე ორგანიზაციები ყვავიან, როცა არ მოქმედებენ სახელმწიფო ინსტიტუტები.

XS
SM
MD
LG