Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვერხოვნა რადამ" დაამტკიცა უკრაინის განახლებული მინისტრთა კაბინეტი


14 აპრილს უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნის განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დაამტკიცა. მინისტრთა კაბინეტში თანამდებობები შეინარჩუნეს თავდაცვის, შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ახალ პრემიერ-მინისტრ ვალდიმირ გროისმანს ხუთი ვიცე-პრემიერი ეყოლება. მათ შორისაა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების მინისტრი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, რომელიც 1998 -2008 წლებში აშშ-ში საქართველოს სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ არჩილ ცინცაძის მეუღლეა. თანამდებობა დატოვა ასევე ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ. იგი ამ პოსტზე შეცვალა ოლექსანდ დანილიუკმა, რომელიც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ჯერჯერობთი უცნობია უკრაინის ახალი ჯანდაცვის მინისტრის ვინაობა. ამ პოსტს იაცენიუკის მთავრობაში იკავებდა ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელიც 2008-2010 წლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მუშაობდა.

XS
SM
MD
LG