Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტის წინააღმდეგ


ყირიმში აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ადგილობრივი ჟურნალისტის წინააღმდეგ, „რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ მოწოდებისათვის“. რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის პროკურორმა, ნატალია პოკლონსკაიამ საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ საქმე ეხება რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტის, „კრიმ რეალიის“ კორესპონდენტს. ის გვარს არ ასახელებს, მაგრამ ჩვენს რადიოს ერთ-ერთმა ყირიმელმა ჟურნალისტმა შეატყობინა, რომ 19 აპრილის დილის საათებში პოლიციამ გაჩხრიკა „კრიმ რეალიის“ კორესპონდენტის, ნიკოლაი სემენის ბინა. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ხელმძღვანელები ამოწმებენ ამ ინფორმაციას და ჯერ არ აკეთებენ კომენტარს. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. ეს ეხება ოკუპაციის გაკრიტიკებასაც. კანონდარღვევისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელია ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა. რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალმა ევროპამ ყირიმის ანექსიის შემდეგ ცოტა ხანში დაიწყო ამ რეგიონისთვის მაუწყებლობა, რომელიც მოიცავს პროგრამებს სამ ენაზე: უკრაინულად, თათრულად და რუსულად. ადგილობრივი მედიის ცნობით,19 აპრილს ყირიმში პოლიციამ გაჩხრიკა რამდენიმე ჟურნალისტის ბინები.

XS
SM
MD
LG