Accessibility links

logo-print

ევროკაშირი მაკედონიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესებას აპირებს


ევროკავშირი განიხილავს მაკედონიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების საკითხს, რადგან მათ არ შეასრულეს შარშანდელი ხელშეკრულება, რომ უნდა გამოეძიებინათ კორუფციის შემთხვევები მმართველ წრეებში, ამის ნაცვლად მათ ამნესტია გამოუცხადეს. ევროკავშირის შუამავლობით შარშან მიღწეული ხელშეკრულება ითვალისწინებდა მაკედონიაში საგანგებო პროკურორის დანიშვნას იმ დანაშაულების გამოსაძიებლად, რომლებიც უკავშირდებოდა არჩევნების გაყალბების საქმეებს, ასევე მკვლელობის საქმის მიჩქმალვას. ეს საქმეები გახმაურდა სატელეფონო ჩანაწერების გავრცელების შედეგად. ჩანაწერები მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა.პრეზიდენტმა გიორგე ივანოვმა გასულ კვირაში გააბათილა გამოძიება და შეიწყალა 56 ოფიციალური პირი, რომლებიცდაკავშირებული არიან ჩანაწერების სკანდალთან, რასაც დემონსტრაციები და პრეზიდენტის გადაგომის მოთხოვნები მოჰყვა.

XS
SM
MD
LG