Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო მზადაა დაეხმაროს ირანს გაყინული აქტივების გამო დავაში, თუ ორივე მხარე მოითხოვს


გაეროს თანახმად, გენერალური მდივანი, ბან კი მუნი მზადაა დახმარება გაუწიოს ირანს აშშ-თან დავაში, თეირანის გაყინული აქტივების გამო, თუ ორივე მხარე თხოვს მას დახმარებას. ირანმა გაეროს მიმართა თხოვნით, დაეხმაროს მას და არ დაუშვას, რომ გაყინული კაპიტალი, ორი მილიარდი დოლარი, აშშ-მა გადასცეს ტერორიზმის მსხვერპლს, როგორც ეს დაადასტურა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჯავად ზარიფმა მიმართა გაეროს თხოვნით, ჩაერიოს და მოთხოვოს აშშ-ს შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები. ზარიფმა ბანს ასევე თხოვა დახმარება აშშ-ის ბანკებში გაყინული ირანის აქტივების დაბრუნებაში.

XS
SM
MD
LG