Accessibility links

logo-print

ფინელი ექსპერტები: „ნატოში ფინეთის შესვლა რუსეთთან სერიოზულ კრიზისს გამოიწვევდა“


ნატოში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულ კრიზისს გამოიწვევდა რუსეთთან, მიაჩნიათ ფინეთის მთავრობის დაკვეთით შესრულებული ანგარიშის ავტორებს. ანგარიშში, რომელიც 29 აპრილს გამოქვეყნდა, ექსპერტები წერენ, რომ ფინეთი და შვედეთი ერთად უნდა შეეცადონ, თუ სურთ, ჩრდილოატლანტიკურ კავშირში შესვლას. ფინეთი ბევრად უფრო დაუცველი იქნებოდა, ვიდრე ახლა, შვედეთი ცალკე რომ შესულიყო ნატოში, მაშინ, როცა მარტო მხოლოდ ფინეთი რომ გაწევრიანებულიყო ნატოში და შვედეთი არა,უხერხული გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნებოდა, თვლიან ექსპერტები; წევრობა ალბათ გამოიწვევდა სერიოზულ კრიზისს რუსეთთან განუსაზღვრელი დროის განმავლობაში, წერია ანგარიშში, რომელიც დაუკვეთა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, იუჰა სიპილამ, რადგან ბოლო ხანს რუსეთის სამხედრო თვალსაზრისით გააქტიურდა რეგიონში და ასევე უკრაინაში მოსკოვის ქმედების გამო.ნატო ღიაა ფინეთისთვის, მაგრამ ჰელსინკი თავშეკავებით ეკიდება ალიანსში გაწევრიანებას. ფინეთს 1340 კილომეტრიანი საზღვარი აქვს რუსეთთან. ის მეორე მსოფლიო ომის დროს იყო საბჭოთა აგრესიის ობიექტი, მაგრამ შემდგომ, შეინარჩუნა მშვიდობიანი ურთიერთობა მძლავრ მეზობელთან.

XS
SM
MD
LG