Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესაში, მიწისქვეშა გადასასვლელში, ყუმბარები ნახეს


პოლიციის თანახმად, ოდესაში, კულიკოვოს ველის მოედანთან, მიწისქვეშა გადასასვლელში ნახეს სამი ხელყუმბარა. ხელყუმბარები ნახეს პროფკავშირების შენობასთან, სადაც ორი წლის წინ, ორ მაისს შეტაკება გაიმართა პრომოსკოვურად განწყობილ და პროუკრაინულ დემონსტრანტებს შორის. 2014 წლის ორ მაისს შეტაკების, შემდეგ კი შენობაში გაჩენილი ცეცხლის შედეგად 48 ადამიანი, კრემლის მომხრეები დაიღუპნენ. პოლიციას, მანამდე უცნობმა პირმა დაურეკა დაამცნო, რომ არეალი დანაღმულია. ოდესის რეგიონული პოლიციის უფროსმა, გიორგი ლორთქიფანიძემ, განაცხადა, რომ სამი ათასი პოლიციელია მობილიზებული არეალის დასათვალიერებლად. მისი თქმით, ორ წლის წინანდელი ამბების გამო ხსოვნის ცერემონია გაიმართება, როგორც ეს დაგეგმილი იყო. ოდესის ოცი მოქალაქეა სამართალში მიცემული 2014 წლის მაისის ამბების გამო. მოგვიანებით, ხუთასამდე ადამიანი მონაწილეობდა მემორიალურ ცერემონიაში. მათ ყვავილები და ორი წლის წინანდელი ამბის მსხვერპლის სურათები მიიტანეს შემთხვევის ადგილზე.

XS
SM
MD
LG