Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში ჟურნალისტები დააკავეს


ეგვიპტეში ორი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დააკავეს. როგორც „ბი-ბი-სი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, სამართალდამცველები კაიროს ცენტრში მდებარე პრესის მუშაკთა ასოციაციის შენობაში შეიჭრნენ და ცნობილი ჟურნალისტები ამრ ბადრი და მაჰმუდ ალ-საკი დააკავეს. სააგენტო „ესოშიეიტედ პრესის“ ცნობით, მასმედიის წარმომადგენლებს საპროტესტო აქციების გამართვისკენ მომწოდებელი უკანონო განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ. ორივე ჟურნალისტი იმ ეგვიპტური ოპოზიციური საიტის თანამშრომელია, რომელიც ეგვიპტის პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებს.

XS
SM
MD
LG