Accessibility links

ნატო განიხილავს აღმოსავლეთ ევროპაში საროტაციო სახმელეთო ძალების განთავსების საკითხს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ეშ კარტერის განცხადებით, ნატო განიხილავს ბალტიისპირეთში და, შესაძლოა, პოლონეთშიც საროტაციო სახმელეთო ძალების განთავსების საკითხს. კარტერის განმარტებით, კონტინგენტი, რომლის შექმნაზეც ნატოელი მოკავშირეები მსჯელობენ, შესაძლოა, ოთხ ბატალიონს მოიცავდეს. პენტაგონის ხელმძღვანელმა ამის შესახებ უთხრა ჟურნალისტებს შტუტგარტში, გერმანიის ქალაქში, სადაც განთავსებულია შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობა. უფრო ადრე აშშ-მა გამოაცხადა, რომ აპირებს აღმოსავლეთ ევროპაში მომავალი თებერვლისთვის გააგზავნოს ჯავშანტრანსპორტიორების ბრიგადა 4200 სამხედრო პირის შემადგენლობით.

XS
SM
MD
LG