Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია ზომების მიღებას იწყებს ქაოსური განაშენიანების წინააღმდეგ


თბილისის მერიამ გამოაცხადა, რომ კონკრეტული ზომების მიღებას იწყებს დედაქალაქის ქაოსური განაშენიანების წინააღმდეგ. დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დროებით შეიზღუდება საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გაზრდა. ეს კოეფიციენტი კონკრეტულ კვადრატულ მეტრზე, ან მიწის ფართობზე ობიექტის სიდიდეს განსაზღვრავს. დავით ნარმანიას თქმით, მსგავსი შეზღუდვა დედაქალაქის მთავრობას საშუალებას მისცემს შეცვალოს წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა, - თბილისის ცენტრალური და ისტორიული ნაწილის ქაოსური განაშენიანება. ნარმანიას ინფორმაციით, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესში შესატან ცვლილებას დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებს. თბილისის მერის განმარტებით, დროებითი შეზღუდვა არ შეეხება დედაქალაქის გარეუბნებს. დავით ნარმანიას განცხადებითვე, თბილისის მთავრობის პრიორიტეტად რჩება გამწვანება, ამიტომ განაშენიანება შეიზღუდება საცხოვრებელ ზონებში არსებულ სკვერებსა და ბაღებში.

XS
SM
MD
LG