Accessibility links

logo-print

ლონდონის მერად პირველად აირჩიეს მუსლიმანი პოლიტიკოსი


ბრიტანეთის ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის კანდიდატი სადიყ ხანი ლონდონის მერად აირჩიეს. ესაა პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის ქვეყნის დედაქალაქს მუსლიმანი ლიდერი უხელმძღვანელებს. არჩევნებში ხანს ამომრჩეველთა 57 პროცენტმა დაუჭირა მხარი, მის მეტოქეს, კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელ ზეკ გოლდსმითს - 43%-მა. „გმადლობ, ლონდონო! ლონდონი მსოფლიოს საუკეთესო ქალაქია, ძალიან ვამაყობ ჩვენი ქალაქით. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, იმ იმედისა და რწმენისათვის, რაც მე გამომიცხადეთ,“ - განაცხადა სადიყ ხანმა შაბათს, 7 მაისს, ლონდონის მერიის შენობაში, არჩევნების შემდეგების გამოცხადების შემდეგ. ლონდონის ახალი მერი 45 წლისაა. იგი პაკისტანელი მიგრანტისა და ავტობუსის ყოფილი მძღოლის ოჯახში გაიზარდა. მერის არჩევნებში გამარჯვება სადიყ ხანს მიულოცეს ნიუ-იორკის, პარიზისა და სხვა ქალაქების მერებმა.

XS
SM
MD
LG