Accessibility links

logo-print

რუსეთი დესტაბილიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს აშშ-საქართველოს სამხედრო მანევრებს


რუსეთმა გააკრიტიკა საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილი აშშ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომელსაც მოსკოვმა უწოდა კავკასიის რეგიონის დესტაბილიზაციისაკენ მიმართული პროვოკაციული ნაბიჯი. სამხედრო სწავლება სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორი“, 11-დან 26 მაისამდე გაიმართება თბილისთან ახლომდებარე ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე და მასში მონაწილეობას მიიღებენ 650-650-ი ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურე და ასევე 150 ბრიტანელი ჯარისკაცი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მანევრების ამოცანას ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისათვის შერჩეული ქართველი სამხედროების საბრძოლო უნარების ამაღლება წამოადგენს. ქართულ-ამერიკულ სწავლებაშიმონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა უკვე დაბანაკდა ვაზიანში. ესენია: 8 ერთეული M1A2 ტიპის ტანკი „აბრამსი“, 7 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი", სამედიცინო საევაკუაციო და სამეთაურო-საშტაბო ჯავშანმანქანები, ჰამერის ტიპის ჯიპები, ასევე სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა.

XS
SM
MD
LG