Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი ბელორუსიაში ჩავიდა პუტინის ვიზიტის მოსამზადებლად


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმყოფება მინსკში, სადაც მოლაპარაკებებს მართავს იმ საკითხების გარშემო, რომელზეც ბელორუსიაში რუსეთის პრეზიდენტის 16 ივნისის ვიზიტის დროს იმსჯელებენ. მინსკში ლავროვმა განაცხადა, რომ მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა, არსებობს მთელი რიგი საკითხები, რაზეც ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ. ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვლადიმერ მაკეის თქმით, მოსკოვსა და მინსკს შორის არავითარი უთანხმოება არ არსებობს საგარეო ურთიერთობებში. ორი ათეული წლის წინ, ორმა ქვეყანამ დააფუძნა რუსეთ-ბელორუსიის კავშირი, თუმცა მათ შორის ხშირია დავა ეკონომიკურ საკითხებზე, რამაც მოკავშირეები სავაჭრო ომამდე მიიყვანა. ამასთან, ბოლო წელს მინსკმა აშკარად გააუმჯობესა ურთიერთობები ევროკავშირთან და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებთან.

XS
SM
MD
LG