Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე ნაკლებით შემცირდა 2016 წ. პირველ კვარტალში


რუსეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე ნაკლებით შემცირდა 2016 წლის პირველ კვარტალში, რაც შესაძლოა, სტაბილიზაციის ნიშანი იყოს. რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ცნობით, რომელიც 16 მაისს გავრცელდა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა შემცირდა 1,2 პროცენტით მაშინ, როცა ერთი წლით ადრე კლება 3,8 პროცენტს შეადგენდა. რუსეთის ეკონომიკა მძიმე რეცესიას განიცდის 2014 წლიდან. ნავთობის მკვეთრად გაიაფებისა და დასავლეთის სანქციების შედეგად. სანქციები უკავშირდება რუსეთის აგრესიულ პოლიტკას უკრაინაში. მაგრამ ბოლოხანს ნავთობის ფასის მატების და დოლართან მიმართებით რუბლის 13%-ით გამყარების ფონზე, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ყველაზე მძიმე ეტაპი შესაძლოა გავლილი იყოს. ერთი ბარელი ნავთობი ლონდონის ბირჟაზე 49 დოლარი ღირს, რაც ექვს თვეზე მეტის ხნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

XS
SM
MD
LG