Accessibility links

logo-print

მთიანი ყარაბაღის გამო დაპირისპირების შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა


მთიანი ყარაბაღის გარშემო დაპირისპირების შედეგად აზერბაიჯანელი ჯარისკაცი და ეთნიკურად სომეხი სეპარატისტი დაიღუპნენ მიუხედავად შეთანხმებისა, რომელსაც 16 მაისს მიაღწიეს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და სერჟ სარქსიანმა. ალიევი და სარქსიანი ვენაში შეთანხმდნენ, რომ დაიცავენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და შეეცდებიან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას. ამ საკითხზე მათ მოილაპარაკეს ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ წევრების, აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის შუამავლობით გამართული შეხვედრისას. სარქსიანმა 17 მაისს გამოაცხადა, რომ „მთლიანობაში კმაყოფილია“ ალიევთან შეხვედრის შედეგებით. ვენაში 16 მაისს გაიმართა ალიევისა და სარქსიანის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც აპრილის დასაწყისში მთიანი ყარაბაღის გარშემო ბრძოლა განახლდა სომხეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებსა და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის. აზერბაიჯანის კუთვნილ რეგიონს სეპარატისტები აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG