Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნოგორიამ და ნატომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს გაწევრიანების თაობაზე


ნატომ და ჩერნოგორიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ალიანსში გაწევრიანების თაობაზე, რაც ბალკანეთის ქვეყანას გზას უხსნის, გახდეს სამხედრო ალიანსის 29-ე წევრი. ხელმოწერის ცერემონიას ბრიუსელში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი ესწრებოდა. მის თქმით, ჩერნოგორია ნატოს წევრი საბოლოოდ 2017 წელს გახდება, როდესაც დასრულდება ყველა პროცედურა. მანამდე კი ჩერნოგორია დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება ალიანსის სხდომებს. ალბანეთისა და ხორვატიის შემდეგ, ჩერნოგორია დასავლეთ ბალკანეთის მესამე ქვეყანაა, რომელიც ნატოს წევრი ხდება. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ უპასუხოდ არ დატოვებს ჩერნოგორიის ალიანსში გაწევრიანებას, რადგან შეშფოთებულია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებით.

XS
SM
MD
LG