Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება ეგვიპტის ავიახაზების თვითმფრინავის ძებნა


გრძელდება ძებნის მასშტაბური ოპერაცია ეგვიპტის ავიახაზების კუთვნილი იმ თვითმფრინავის ნაწილების საპოვნელად, რომელიც 19 მაისს, ხმელთაშუა ზღვის თავზე გაქრა რადარებიდან. ეგვიპტე აცხადებს, რომ საქმე, შესაძლოა, ტერორისტულ თავდასხმასთან გვქონდეს. უფრო ადრე საბერძნეთმა გამოაცხადა, რომ წყალზე აღმოაჩინეს „მოტივტივე მასალები“ და მგზავრების უსაფრთხოების ჟილეტები, ეგვიპტის ავიახაზების ვიცე-პრეზიდენტმა, აჰმედ ადელმა კი სიენენს უთხრა, რომ იპოვნეს თვითმფრინავის ნატეხები. თუმცა მოგვიანებით აჰმედ ადელმა ისევ სიენენს შეატყობინა, რომ ნატეხები არ იყო აღმოჩენილი და ის, რაც თვითმფრინავის ნაწილებად ჩაითვალა, სხვა რამ აღმოჩნდა. თვითმფრინავში 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იყო.

XS
SM
MD
LG