Accessibility links

logo-print

დასრულდა საპროტესტო აქცია მთავარ პროკურატურასთან


"კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებულთა მხარდამჭერი აქცია მთავარ პროკურატურასთან რამდენიმე გამოსვლითა და სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დასრულდა. ”თავისუფალი დემოკრატები” ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ და პრეზიდენტს პეტიციით მიმართავენ, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები შეიწყალოს, - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამრთლომ შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლებს, რომელთაც პროკურატურა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. 21 მაისს მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციაზე „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, ასევე ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლებმა.

XS
SM
MD
LG