Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი გმობს დაუკითხავად განხორციელებულ საავიაციო იერიშს


პაკისტანის ხელისუფლება გმობს მის დაუკითხავად განხორციელებულ საავიაციო დარტყმას პაკისტანის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც, დადასტურებული ინფორმაციით, თალიბანის ლიდერი მოლა ახტარ მანსური დაიღუპა. პაკისტანის ხელისუფლება აშშ-ის უპილოტო ავიაციის მიერ განხორციელებულ საავიაციო იერიშს, ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფად მიიჩნევს. ავღანეთის უშიშროების ნაციონალური დირექტორატის 22 მაისის ცნობით, მოლა მანსურისა და მასთან ერთად მყოფ რამდენიმე შეიარაღებულ პირზე, რომლებიც ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, უპილოტო თვითმფრინავმა დარტყმა განხორციელება პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციის ტერიტორიაზე. პენტაგონისა და პაკისტანის სამხედრო დაზვერვის გარდა, თალიბანმაც დაადასტურა მისი ლიდერის დაღუპვა. თალიბანის ლიდერად მოლა ახტარ მასნური 2015 წლის ივლისში აირჩიეს, ორი წლის თავზე მას შემდეგ, რაც პაკისტანის ქალაქ კარაჩიში თალიბანის სასულიერო ლიდერი მოლა მოჰამედ ომარი გარდაიცვალა. 2015 წლის დეკემბერში კი დასავლეთის მედიაში გაჩნდა ცნობა თალიბანის ახალი ლიდერის დაღუპვის შესახებ, რაც მოგვიანებით არ დაადასტურდა. ითქვა, რომ მოლა მანსური მხოლოდ დაიჭრა 1 დეკემბერს ყუეტასთან ახლოს მოხდა სროლაში, რომელშიც მონაწილეობდნენ მანსური და თალიბანის კიდევ სხვა რამდენიმე ლიდერი.

XS
SM
MD
LG