Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა


უკრაინა აცხადებს, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მისი შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის შედეგად. ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, ეს იყო წელს ერთ დღეში ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი. ტურჩინოვის ინფორმაციით, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა გაააქტიურეს უკრაინელ სამხედროებზე იერიშები მძიმე შეიარაღების გამოყენებით. ასევე ტურჩინოვის თქმით, მოსკოვი ყველაფერ აკეთებს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზის ჩასაშლელად. ამასობაში, სეპარატისტებმა მთავრობის ჯარები დაადანაშაულეს წუხელ დონეცკის დასავლეთი გარეუბნების დაბომბვასა და რვა საცხოვრებელი სახლის დაზიანებაში. 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული, აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის შეტაკებებმა 9300-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. 2015 წლის თებერვალში გერმანიისა და საფრანგეთის შუამავლობით მიღწეულმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო ბრძოლების შენელებას, თუმცა შეტაკებები მაინც ხშირია.

XS
SM
MD
LG