Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონის მინისტერიალზე შეთანხმდნენ საბერძნეთისათვის კიდევ 10,3 მილიარდი ევროს გამოყოფაზე


ევროზონის ფინანსთა მინისტრები ბრიუსელში 11 საათი მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმდნენ მომავალ თვეებში საბერძნეთისათვის კიდევ 10,3 მილიარდი ევროს, ანუ 11,6 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე. შეთანხმება მიჩნეულია გარღვევად, რადგან ევროკავშირის მინისტრები პირველად დაყაბულდნენ საბერძნეთისათვის ვალების შემსუბუქებას, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნა იყო. ათენს სთავაზობენ ზომებს ვალების გასტუმრების გასაადვილებლად, რაც ითვალისწინებს, მაგალითად, საპროცენტო განაკვეთის შემცირებას და ვალის დაბრუნების ვადის გახანგრძლივებას. აქამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი უარს ამბობდა საბერძნეთისთვის განკუთვნილი კრედიტების დაფინანსებაში მონაწილეობაზე, რადგან გეგმა ეფუძნებოდა ვალებს, რომლებიც, ბევრი ექსპერტის შეფასებით, მეტისმეტად დიდი ტვირთია საბერძნეთისათვის. ევროზონის ფინანსთა მინისტრების ჯგუფის პრეზიდენტმა, იერონ დისელბლომმა შეთანხმებას „დიდი გარღვევა“ უწოდა.

XS
SM
MD
LG