Accessibility links

ბულგარეთმა ლტოლვილები საბერძნეთში დააბრუნა


ბულგარეთმა ათეულობით მიგრანტი დააბრუნა საბერძნეთში, საიდანაც ისინი ამ ქვეყანაში ჩავიდნენ სატვირთო მატარებლით. მიგრანტებს შორის, რომლებიც საბერძნეთში გააბრუნეს, 56 ავღანელი იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბულგარეთმა დეპორტაცია გაუკეთა საბერძნეთიდან ჩასულებს. სხვა ჯგუფი, დაახლოებით 40 სირიელი და ერაყელი, მოელიან რომ ასევე მალევე იქნება დეპორტირებული ბულგარეთიდან საბერძნეთში. ამ ორ ქვეყანას 500 კილომეტრიანი საზღვარი ჰყოფს.

XS
SM
MD
LG