Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნისეფი: ერაყის ქალაქ ფალუჯაში ბავშვებს "უკიდურესი ძალადობა" ემუქრებათ


გაეროს ბავშვთა სააგენტო, უნისეფი, აცხადებს, რომ 20 ათასამდე ბავშვია დარჩენილი ერაყის ქალაქ ფალუჯაში, რომლის დასაპყრობადაც მთავრობის ჯარები ებრძვიან ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს. ერაყში უნისეფის წარმომადგენელმა, პიტერ ჰოუკინსმა 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შემაშფოთებელია ბავშვების მდგომარეობა ფალუჯაში, "უკიდურესი ძალადობის" საფრთხის გამო. ამასთან, ჰოუკინსის თქმით, ბავშვების ემუქრებათ ბრძოლაში იძულებით მონაწილეობისა და ოჯახებთან დაშორების საფრთხეც. ერაყის ჯარებმა 23 მაისს შიიტი შეიარაღებული პირებისა და საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით წამოიწყეს ოპერაცია ფალუჯაზე კონტროლის აღსადგენად. ფალუჯა ბაღდადის დასავლეთით 70-მდე კილომეტრში მდებარეობს. გაეროს მონაცემებით, ქალაქში 50 ათასამდე სამოქალაქო პირი რჩება.

XS
SM
MD
LG