Accessibility links

logo-print

კრემლი მოელის თურქეთის ბოდიშს თვითმფრინავის ჩამოგდებისათვის


კრემლი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ მოელის თურქეთისაგან ბოდიშს შარშან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებისათვის და მოელის ინციდენტისათვის კომპენსაციის გადახდასაც. როგორც კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 1 ივნისს მოსკოვში უთხრა ჟურნალისტებს, რუსეთი წუხს, რომ თურქეთს არ გადაუდგამს საჭირო ნაბიჯები ინციდენტით დაზარალებული ურთიერთობის გამოსასწორებლად. პესკოვის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თქვა, რომ არ ესმის, რა ტიპის „პირველ ნაბიჯს“ მოელის მოსკოვი ანკარისაგან. იქვე ერთდოანმა გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ ურთიერთობა შეეწირა „მფრინავის ერთ შეცდომას“. ანკარა აცხადებს, რომ არ აპირებს ბოდიში მოიხადოს შარშანდელი ნოემბრის ინციდენტისათვის, რადგან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა. მოსკოვი უარყოფს ამ ვერსიას. ინციდენტის შემდეგ რუსეთმა სანქციები დაუწესა თურქეთს.

XS
SM
MD
LG