Accessibility links

logo-print

მიღებულ იქნა სიგნალი ზღვაში ჩავარდნილი თვითმფრინავის "შავი ყუთიდან"


გავრცელებული ცნობების თანახმად, მიღებულ იქნა სიგნალი ერთ-ერთი „შავი ყუთიდან“, რომელიც გასულ თვეში, ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდნილ თვითმფრინავზე იყო დამონტაჟებული. სიგნალი მიიღო საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდმა, რომელიც აღჭურვილია საგანგებო აკუსტიკური სისტემით. ექსპერტთა შეფასებით, ზღვის ფსკერიდან „შავი ყუთების“ ამოღებას, რასაც რობოტი განახორციელებს, სულ ცოტა, ერთი კვირა დასჭირდება. ეგვიპტის ავიაკომპანიის კუთვნილმა, „ერბას 320“-ის ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც პარიზიდან კაიროში მიფრინავდა, 19 მაისს განიცადა კატასტროფა ეგვიპტის საპორტო ქალაქ ალექსანდრიიდან 300-ოდე კილომეტრის დაშორებით. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 66-ივე ადამიანი.

XS
SM
MD
LG