Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კვლავინდებურად არასტაბილურია


გაეროს შეფასებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კვლავინდებურად არასტაბილურია და მძიმე გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ახალ ანგარიშში, რომელიც 3 ივნისს წარმოადგინა ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისმა. ანგარიში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში შვიდი დღით იმყოფებოდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ადამიანის უფლებების საკითხებში, ივან სიმონოვიჩი. მისი შეფასებით, ჯერ დიდი გზა რჩება კრიზისის დაძლევამდე. ანგარიშში ყურადღება მახვილდება იმ 2,7 მილიონი ადამიანის მდგომარეობაზე, ვინც ცხოვრობს შეიარაღებული ჯგუფების მიერ გაკონტროლებულ რაიონებში. გაეროს მონაცემებით, მათ მკვეთრად ეზღუდებათ გამოხატვის, შეკრების უფლებები, უწევთ ცხოვრების მძიმე პირობების ატანა. ანგარიშში მოყვანილია კონფლიქტის შედეგად დაღუპულების დაზუსტებული რაოდენობაც, 9371 ადამიანი მას შემდეგ, რაც უკრაინის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის ბრძოლა დაიწყო 2014 წლის აპრილში.

XS
SM
MD
LG