Accessibility links

დღეს თბილისს ეწვევა სოფი ლორენი


დღეს თბილისს ეწვევა მსოფლიოში ცნობილი იტალიელი კინომსახიობი სოფი ლორენი. ის საქართველოში საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვია ოპერის მომღერლის, ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდმა ”ნატვრის ხემ.“ სოფი ლორენი 15 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაესწრება საქველმოქმედო სპექტაკლს, რომელსაც კინომსახიობის ვაჟი, უმცროსი კარლო პონტი უდირიჟორებს. თბილისში ვიზიტისას სოფი ლორენი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ილია მეორეს.

XS
SM
MD
LG