Accessibility links

14 კაცი დაიღუპა ქაბულში კანადის საელჩოზე თავდასხმის შედეგად


ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანადის საელჩოს 14 ნეპალელი მცველი დაიღუპა თალიბი თვითმკვლელის მიერ სამხედროების ავტობუსზე ქაბულში მოწყობილი თავდასხმის შედეგად. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის სადიყ სადიყის თანხმად, თავდასხმის შედეგად დაჭრილია 8 კაცი. ერთ-ერთი დაჭრილის სიტყვებით, ნეპალელთა ჯგუფი უსაფრთხოების სამუშაოების შესრულების შემდეგ რეზიდენციის შენობას ტოვებდა და მინი ავტობუსით ქაბულიდან ჯალალაბადში აპირებდნენ გამგზავრებას, როდესაც ავტომობილში მყოფმა თვითმკვლელმა მათ შორიახლოს თავი აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა მომხდარ თავდასხმას უწოდა „გამიზნული იერიში უცხოელი დამპყრობლების დამცველებზე“.

XS
SM
MD
LG