Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის აპარატმა გამართა საინფორმაციო კამპანია ლტოლვილთა დღის აღსანიშნავად


ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თბილისში გამართა საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ინტერესის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება ლტოლვილთა უფლებების შესახებ. ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებმა მოქალაქეებს განუმარტეს თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებები და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. საქართველომ ლტოლვილთა დაცვის ვალდებულება აიღო 1999 წელს, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად შეუერთდა ჟენევის 1951 წლის კონვენციას ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.

XS
SM
MD
LG