Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები სანქტ-პეტერბურგში შეხვდებიან


აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები რუსეთის ლიდერის მიწვევით 20 ივნისს შეხვდებიან ერთანეთს სანქტ-პეტერბურგში, რომელიც საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ილხამ ალიევისა და სერჟ სარქისიანის მოსალოდნელ მოლაპარაკებებს „ძალიან რთული და დატვირთული“ უწოდა კრემლის პრესმდივანმა, რომელმაც ამის მიზეზად დაასახელა მშვიდობის უზრუნველყოფა სადავო მთიან ყარაბაღში, სადაც აპრილის დასაწყისში სერიოზულ ესკალაციას ჰქონდა ადგილი. სომეხმა სეპარატისტებმა უპირატესად სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღი 1990-იან წლებში საომარი კონფლიქტის შედეგად იგდეს ხელთ. ომში დაახლოებით 30 ათასი კაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG