Accessibility links

logo-print

საფრანგეთში ისევ დააკავეს ფეხბურთის რუსი გულშემატკივრების ლიდერი


ფრანგი ოფიციალური პირების განცხადებით, საფრანგეთში ისევ დააკავეს ფეხბურთის რუსი გულშემატკივრების ასოციაციის ლიდერი ალექსანდრ შპრიგინი, ორი დღით ადრე რუსეთში მისი დეპორტაციის შემდეგ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, შპრიგინი 20 ივნისის საღამოს დააკავეს ქალაქ ტულუზში. მანამდე შპრიგინმა ტვიტერით გაავრცელა ტულუზის სტადიონზე, ფეხბურთში რუსეთის და უელსის ნაკრები გუნდების მატჩის დაწყებამდე გადაღებული ვიდეო. შპრიგინი საფრანგეთიდან იქნა დეპორტირებული 11 ივნისს მარსელში რუსეთის და ინგლისის გუნდების მატჩის შემდეგ მომხდარი ძალადობის გამო. ის იყო სულ 43 რუს გულშემატკივარს შორის, რომელიც გასულ კვირაში დააკავეს. ორ მათგანს ორ წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. შპრიგინს ახლო ურთიერთობა აქვს რუსეთის ულტრანაციონალისტურ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიასთან და არის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილის, იგორ ლებედევის, თანაშემწე.

XS
SM
MD
LG