Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ კვლავ გამოცადა რაკეტები, გაეროს აკრძალვის მიუხედავად


ჩრდილოეთმა კორეამ გამოცადა საშუალო რადიუსში მოქმედი „მუსუდანის“ ტიპის რაკეტები, რომელთაგან ერთმა 400-ს კილომეტრზე მეტი იფრინა იაპონიის ზღვაში ჩავარდნამდე. ეს მანძილი მეტია, ვიდრე ნახევარი გზა იაპონიის კუნძულ ჰონსიუს სანაპირომდე. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ 22 ივნისს ჩატარებული გამოცდა: „ რაკეტების დღევანდელი გამოცდა, როგორც ყველა წინა გამოცდის შემთხვევაში, არის გაეროს რეზოლუციების აშკარა დარღვევა. ეს მიუტევებელია და ჩვენ მათ მკაცრად ვგმობთ“, - განაცხადა იაპონიის მთავრობის მეთაურმა. აპრილიდან მოყოლებული, ჩრდილოეთმა კორეამ ექვსჯერ გამოცადა „მუსუდანის“ ტიპის რაკეტები. ამით ფხენიანი არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებიც მას უკრძალავს ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიის გამოყენებას. სამხრეთმა კორეამ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია რაკეტების გამოცდის შემდეგ საპასუხო ზომების განსახილველად.

XS
SM
MD
LG