Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავარი პროკურატურის დასკვნით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა


საქართველოს მთავარი პროკურატურის დასკვნით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მფლობელმა, რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა. პროკურატურის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების "ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი" ცხადყოფს, რომ ეროსი კიწმარიშვილი თვითმკვლელობამდე მიზანმიმართულად არავის არ მიუყვანია, არავის მოუკლავს და მან თავი მოიკლა. შესაბამისად, მთავარმა პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა. ეროსი კიწმარიშვილის გვამი, საფეთქელთან ერთი ჭრილობით, 2014 წლის 15 ივლისს აღმოაჩინეს მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში მდგომ ავტომობილში. დღემდე პროკურატურა საქმეს იძიებდა სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 22 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების მსვლელობისას დაიკითხა 600-მდე პირი, ოჯახის წევრების, მათ მიერ მიწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების და ადვოკატების მონაწილეობით ჩატარდა ათობით ექსპერტიზა, ვიდეოჩანაწერების ანალიზით დადგინდა ეროსი კიწმარიშვილის და მასთან კავშირში მყოფი პირების გადაადგილების მარშრუტები, დამუშავდა სატელეფონო ზარები და შესწავლილ იქნა გარდაცვლილის მობილურ ტელეფონსა და კომპიუტერში დაცული ყველა ინფორმაცია.

XS
SM
MD
LG