Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში საავიაციო იერიშს ათობით სამოქალაქო შეეწირა


ათობით ადამიანი შეეწირა საავიაციო იერიშს სირიის ერთ-ერთ სოფელში, რომელსაც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. ლონდონში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, სულ მცირე 47 ადამიანი დაიღუპა და 31 დაიჭრა სოფელ ალ- ყურიაში, რომელიც დირ ალ-ზორის პროვინციაში მდებარეობს. არასამთავრობო სადამკვირვებლო ჯგუფის ინფორმაციაში მითითებული არ არის, სირიის ავიაციას იერიშს მოჰყვა მსხვერპლი, თუ - რუსეთისას, რომელიც სირიის პრეზიდენტს უწევს დახმარებას.

XS
SM
MD
LG