Accessibility links

დღეიდან თავდაცვის სამინისტრო აღარ განახორციელებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას


დღეიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღარ განახორციელებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას. შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა. მისი განცხადებით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ძალით მიყვანილი სამხედროები. ხიდაშელის განმარტებით, დიდი მცდელობის მიუხედავად, არ გამოვიდა სავალდებულო გაწვევის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვა, ამიტომ მოიძებნა ფორმა და მან, როგორც თავდაცვის მინისტრმა, მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება. თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ თუ თავდაცვის მომდევნო მინისტრი სამხედრო-სავალდებულო სამსახურის აღდგენას გადაწყვეტს, მოუწევს დღევანდელი ბრძანების გაუქმება. ამჟამად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით სამსახურის სისტემა მოქმედებს.

XS
SM
MD
LG