Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა


საქართველოს სამხედრო უწყება ადასტურებს, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ცნობილია, ანა დოლიძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს წევრად წარუდგინა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ მრავალთვიანი მსჯელობის შემდეგ დოლიძის კანდიდატურა ჩააგდო. დოლიძესთან ერთად პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ასევე მოსამართლეობის კიდევ ორ კანდიდატს. გავრცელებული ინფორმაციით, ანა დოლიძე მუშაობას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააგრძელებს.

XS
SM
MD
LG