Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ცხრა წლით პატიმრობა მიესაჯა


სასამართლომ ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა მოლდავეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვლად ფილატს. 27 ივნისს კიშინიოვის სასამართლომ ფილატი დამნაშავედ სცნო თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და კორუფციაში, რის შემდეგაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი საპატიმროში გადაიყვანეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით ვლად ფილატს ჩამოერთმევა სახელმწიფო ჯილდოები, მოხდება მისი ქონების კონფისკაცია და აეკრძალება რაიმე სახელმწიფო თანმდებობის დაკავება ხუთი წლის განმავლობაში. სამართალდამცველებმა მოლდავეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მმართველი პროევროპული კოალიციის ყოფილი ლიდერი შარშან ოქტომბერში პარლამენტის სხდომიდან ერთი საათის შემდეგ დააკავეს. ბრალდების განცხადებით, ფილატმა მთლიანობაში 250 მილიონი დოლარის ოდენობით ქრთამი აიღო ერთ-ერთი ბიზნესმენისგან და კონტროლი გადასცა მას სამი ბანკიდან ერთ-ერთზე, საიდანაც 2014 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ 1 მილიარდი დოლარი დაიკარგა.

XS
SM
MD
LG