Accessibility links

გერმანია გამორიცხავს არაოფიციალურ მოლაპარაკებას „ბრექსიტთან“ დაკავშირებით


გერმანია გამორიცხავს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლაზე მოლაპარაკებას ამ საკითხთან დაკავშირებით ლონდონის ოფიციალური მიმართვის გარეშე. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრესმდივანმა, შტეფენ ზაიბერტმა როგორც განაცხადა, „ერთი რამ ცხადია: ვიდრე დიდი ბრიტანეთი არ გამოაგზავნის ამ შეტყობინებას, არ იქნება არაოფიციალური წინასწარი მოლაპარაკება (ევროკავშირიდან) გასვლის პირობებზე“. მხოლოდ ბრიტანეთს შეუძლია აამოქმედოს ევროკავშირის ხელშეკრულების 50-ე მუხლი, რომელიც ბიძგს მისცემდა ევროკავშირიდან გასვლის ოფიციალურ პროცესს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა 27 ივნისს პარლამენტში განაცხადა, რომ ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებული ყველა საკვანძო გადაწყვეტილება მომავალმა პრემიერმა უნდა მიიღოს. კამერონის თქმით, მან უკვე შეატყობინა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ მისი კაბინეტი არ აპირებს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცესის ოფიციალურად დაწყებას.

XS
SM
MD
LG