Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები მსჯელობენ ბლოკის მომავალზე ბრიტანეთის გარეშე


ევროკავშირის ლიდერები დღეს პირველად მართავენ შეხვედრას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გარეშე, ანუ 27 წევრის ფორმატში, რათა განიხილონ ბლოკის გაძლიერების გზები მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში გასულ კვირაში გამართულ რეფერენდუმზე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა გუშინ, სამიტის პირველ დღეს მიიღო მასში მონაწილეობა. ლიტვის პრეზიდენტის, დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, დღეს საუბარი იქნება ევროკავშირის 27 წევრის ერთიანობაზე და იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მოქალაქეებისათვის და არა პოლიტიკური ელიტებისათვის - ეს საკითხებია, გრიბაუსკაიტეს თქმით, იმიგრაცია და ეკონომიკური ზრდა. დიპლომატების ცნობით, მოსალოდნელია, რომ 27 ლიდერი გამოაქვეყნებს განცხადებას ევროკავშირის რეფორმის გეგმაზე.

XS
SM
MD
LG