Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა რატიფიკაცია გაუკეთა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემასთან შეერთებას


სომხეთის პარლამენტარებმა დაამტკიცეს მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება რუსეთის საჰაერო სისტემასთან შეერთების შესახებ, ოპოზიციის პროტესტის ფონზე. მთავრობის გადაწყვეტილებას 30 ივნისს 102 დეპუტატი მიემხრო, წინააღმდეგი იყო რვა. სომხეთი და რუსეთი, სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან - ბელორუსიასთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან და ტაჯიკეთთან ერთად - გაწევრიანებული არიან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. მოსკოვმა უფრო ინტენსიური გახადა ამ ორგანიზაციის წევრებთან სამხედრო თანამშრომლობა მას შემდეგ, რაც დასავლეთთან მისი ურთიერთობა გაუარესდა, 2014 წელს მოსკოვის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსირების და შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მაისში ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ მოსკოვი განიხილავს გზებს იმ „მუქარის“ შეწყვეტისთვის, რომელსაც ქმნის ძირითადად აშშ-ის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ნატოს ანტისარაკეტო სისტემა ევროპაში.

XS
SM
MD
LG