Accessibility links

პუტინი ჯარის გადაადგილებაზე მიანიშნებს, თუ ფინეთი ნატოს წევრი გახდება


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მიანიშნებს, რომ რუსეთმა შესაძლოა თავისი ჯარები ფინეთთან საზღვრისკენ გადაიყვანოს, თუ ფინეთი ნატოს წევრი გახდება. „ფინეთის ძალები აღარ იქნებიან დამოუკიდებლები, სუვერენულები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობითო“, განაცხადა პუტინმა ფინეთში, პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან შეხვედრის შემდეგ. „ისინი გახდებიან ნაწილი ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურისა, რომელიც ერთ ღამეში რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან იქნებაო“, დასძინა პუტინმა. მისი განცხადებები წინ უსწრებს ნატოს სამიტს, რომელიც მომავალ კვირაში ვარშავაშია დანიშნული და სადაც ნიინისტოც მიწვეულია. მოსალოდნელია, რომ ალიანსის წევრები დაამტკიცებენ ნატოს სამხედრო ძალების უფრო მასშტაბური დისლოკაციის გეგმას აღმოსავლეთ ევროპაში. ნატო აცხადებს, რომ ეს არის პასუხი რუსეთის აგრესიაზე აღმოსავლეთ ევროპაში, ყირიმის ანექსიის და იმ ომის ჩათვლით, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარეობს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს და კიევის სამხედრო ძალებს შორის.

XS
SM
MD
LG