Accessibility links

logo-print

გაიზარდა ბაღდადში თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ერაყის პოლიციის ცნობით, სულ მცირე 119 ადამიანი დაიღუპა და 190-მდე დაიჭრა თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ დანაღმული მანქანების აფეთქების შედეგად ბაღდადში, ხალხით სავსე სავაჭრო უბანში. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, „ისლამურმა სახელმწიფომ“. აფეთქება მოხდა ქალაქის ცენტრში, კარადის უბანში, დილით ადრე, როცა ასობით ადამიანი ქუჩაში გავიდა რამადანის მარხვის დასრულების შემდეგ. როგორც იუწყებიან, დაღუპულებს შორის ბევრია ქალი და ბავშვი. მსხვერპლის უმეტესობა მრავალსართულიან სავაჭრო და გასართობ ცენტრში იმყოფებოდა აფეთქების მომენტში, ბევრ შემთხვევაში სიკვდილი დამწვრობამ ან გაგუდვამ გამოიწვია. კარადა ძირითადად შიიტებით დასახლებული რაიონია. ეს აფეთქება ყველაზე სისხლიანია ერაყში მიმდინარე წელს. კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ბაღდადის სხვა, შააბის რაიონში, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. თეთრმა სახლმა დაგმო თავდასხმები და განაცხადა, რომ ამით კიდევ უფრო ძლიერდება აშშ-ის მიზანსწრაფვა დაუპირისპირდეს „ისლამურ სახელმწიფოს“. „ჩვენ კვლავაც ერაყელ ხალხთან და მთავრობასთან ერთად ვართ, ჩვენს ერთობლივ მცდელობაში გავანადგუროთ „ისლამური სახელმწიფო“, აცხადებს თეთრი სახლი. სახელმწიფო დეპარტამენტი სამძიმარს უცხადებს მსხვერპლთა ახლობლებს და გმობს თავდასხმებს.

XS
SM
MD
LG